რეზონანსი
21.06.2021

გასულ ღამეს მამაკაცმა მთაწმინდაზე ორი პირი დაჭრა. სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

დგინდება, რომ ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილებს პირველადი დახმარება „გლოვოს" კურიერმა აღმოუჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი" ავრცელებს.

ერთი დაჭრილი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში რჩება, თუმცა კლინიკის ადმინისტრაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×