რეზონანსი
21.06.2021

„გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით ისინი არც მერობისა და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს არ აყენებენ და მათგან ოპოზიციას გზა ხსნილი აქვს.

მისი თქმით, ოპოზიციას უნდა უნდოდეს გაერთიანება და ეს გაერთიანება იწყება საკუთარი ხელმოწერილი სიტყვის პატივისცემით.

„ჩვენ არც მერობის კანდიდატებს ვაყენებთ და არც - მაჟორიტარობის. შესაბამისად ჩვენგან ოპოზიციას ისედაც გზა ხსნილი აქვს. უნდა უნდოდეს გაერთიანება ოპოზიციას და ეს გაერთიანება იწყება საკუთარი ხელმოწერილი სიტყვის პატივისცემით. ამას რომ დავინახავთ და დავრწმუნდებით, მერე შეიძლება დავიჯეროთ, მაგრამ ჯერ შორია აქამდე", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×