რეზონანსი
21.06.2021

თვე-თვენახევარში ვაქცინები ამოსარჩევად გვექნება - მდინარაძე

"თვე-თვენახევარში, მე მგონია, რომ ვაქცინები გვექნება ამოსარჩევად", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიდის.

"რამდენიმე კომპანიასთან წარმატებით მიდის მოლაპარაკებები და გარდა იმისა, რაც გვაქვს და პრაქტიკულად ეს მარაგი იწურება, ვიცით, რომ წარმატებით დასრულდება, მათ შორის "ფაიზერთან" მიღწეულია პრაქტიკულად შეთანხმება, გაფორმების ეტაპზეა და დაახლოებით მომდევნო თვის ბოლომდე გვექნება რამდენიმე ვაქცინა საქართველოში და ისეთი რაოდენობით, რომ ამ საუბრის საფუძველიც აღარ გვექნება", - განაცხადა მდინარაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×