რეზონანსი
22.06.2021

საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,27%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 2,55%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 055 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 217 გამოჯანმრთელდა, 5 199 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 698 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.

ამასთან, 21 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×