რეზონანსი
22.06.2021

პარლამენტმა 78 ხმით 22-ის წინააღმდეგ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი მიიღო, რომლითაც პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება.

მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია 2021 წლის 1-ლი ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს უკვე არსებული ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად მართვას ემსახურება.

„მე, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×