რეზონანსი
21.07.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი (ე.წ. ინდური შტამი), რომელიც ძალზე გადამდებია და რომელზეც ახალი შემთხვევების ¾-ზე მეტი მოდის, უახლოეს თვეებში დომინანტური იქნება.

„სავარაუდოდ, „დელტა“ ვარიანტი სწრაფად შეცვლის სხვა ვარიანტებს და კორონავირუსის დომინანტური ხაზი გახდება უახლოეს თვეებში“, - განმარტეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ე.წ. ინდურ შტამზე ახალი შემთხვევების 75%-ზე მეტი მოდის, გვხვდება ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ინდონეზია, ავსტრალია, ბანგლადეში, გაერთიანებული სამეფო, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, პორტუგალია და ისრაელი.

„ამ ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, გლობალური მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების ერთობლივი რაოდენობა 200 მილიონს გადააჭარბებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში“, - აღნიშნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×