რეზონანსი
21.07.2021

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით გაუარესებული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. კლინიკები და კოვიდსასტუმროები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს, ის საავადმყოფოები კი, რომლებიც სხვა პაციენტებსაც იღებდნენ, კვლავ კოვიდპუნქტებად გადაკეთდნენ.

პაციენტები კლინიკებსა და სასტუმროებში მოსახვედრად რიგში დგანან, ინფიცირებულთა ნაწილს ლოდინი კლინიკაში მოხვედრამდე სასწრაფო დახმარების მანქანებში ან საავადმყოფოების ეზოებში უწევთ.

ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას აცრას და რეგულაციების დაცვას სთხოვენ, მათ შორის, კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც - მათ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებიდან ერთ თვეში შეეძლებათ.

ექიმები "კურიერთან" ინტერვიუში გარკვეული რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ვირუსი შეკავება შეუძლებელი იქნება და პაციენტების ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებიან. 

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შრი ლანკას წამყვანი უნივერსიტეტის კვლევა, რომლის თანახმად, ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამთან მიმართებაში ეფექტურია. 

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ჯერ კიდევ დაბალია - ბოლო 24 საათში 6700-მდე პირი აიცრა. ეს ციფრი არსებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ვერ პასუხობს, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელების ვიზიტმა რეგიონებში შედეგი უკვე გამოიღო და იმუნიზაციის პროცესი შედარებით გააქტიურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×