რეზონანსი
21.07.2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე  სოციალურ ქსელში საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ზომებს არ მიიღებს ქვეყანა, აგვისტოში ასობით ადამიანი დაიღუპება.

„თქვენ ხართ უმძიმეს სიტუაციაში და სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მინდა ვიყო თქვენს მდგომარეობაში. ძალიან მძიმეა ის, რასაც თქვენ აკეთებთ. იმდენი შეცდომა დაუშვით, რომ სპეციალურადაც რომ გააკეთო, ამდენ შეცდომას მაინც ვერ დაუშვებ. აგვისტოს თვე იქნება უმძიმესი. ამ ტალღის შედეგად ათობით კი არა ასობით ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება. ერთმანეთის ლანძღვის, ერთმანეთის გაშავებისა და ერთმანეთის პიარის დრო ნამდვილად არ არის. ახლა ერთადერთი რამის დროა - დავეხმაროთ ერთმანეთს. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არჩევნები იწყება ოქტომბერში. ეს ნიშნავს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში იქნება შეხვედრები, მიტინგები და უპირბადო შეხვედრები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მძიმე მდგომარეობას. მე ვარ ღია და ყველას დავეხმარები უანგაროდ. მთავარია გადავარჩინოთ ერთი სიცოცხლე მაინც",- აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×