რეზონანსი
22.07.2021

ბათუმში 57 წლის კაცი მოკლეს. დაღუპული ბათუმის ბულვარში, კაფე „ვივა ლათინოს" დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევა გუშინ ღამით, „ვივა ლათინოსთან" მოხდა.

ცნობილია, რომ თავდაპირველად კონფლიქტი კლუბში დაიწყო, სწორედ ამიტომ გაიყვანეს გარეთ 25 წლის ბიჭი. მანამდე მას კაფეში მყოფ ერთ-ერთ პირთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა.

კაფედან გაყვანის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა გულის არეში დაჭრა დანით დაცვის თანამშრომელი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×