რეზონანსი
22.07.2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაში სპეციალურად დანიშნულ საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო, რომელშიც 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა,- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ შეძლეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება, დამატებითი საგამოცდო სესიები ქართული ენა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენასა და ისტორიაში განისაზღვრა.

მინისტრის მოადგილემ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა, არ დარჩნენ გამოცდების მიღმა, არ გაუცდეთ სასწავლო წელი, რათა თანატოლებთან ერთად წარმატებული სტუდენტები გახდნენ. ერთიანი ეროვნული გამოცდების დამატებითი სესიები 27 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გამოცდებს 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, 14 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთნენ. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო 27-30 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები ჩააბარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×