რეზონანსი
22.07.2021

მედიის წარმომადგენლები პარლამენტში „ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. ჟურნალისტები გეგმავენ სხდომათა დარბაზთან „ქართული ოცნების" დეპუტატებს ამ ფოტოებით დახვდნენ.

ისინი ამით კიდევ ერთხელ შეახსენებენ მათ 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.

როგორც ჟურნალისტები განმარტავენ, ეს არის მდუმარე აქცია და ამით ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ვალდებულნი არიან დაიცვან ჟურნალისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×