რეზონანსი
22.07.2021

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას ძალადობის ყველა შემთხვევის სწრაფად და გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენები "ამერიკის ხმასთან" საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტომ გიბსონმა შეაფასა

"მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს და იმუშაოს ამ კომპლექსურ საკითხზე. პირველ რიგში გამოძიება უნდა ჩაატაროს, მისი ღიაობა და კეთილსინდისიერება უნდა დაგვანახოს. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ როდესაც ისინი მგრძნობიარე საკითხების გაშუქებაზე მუშაობენ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე მთავრობებს ისეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ არსებული საფრთხის ქსელს შეამცირებს. იქნება ეს ფიზიკური იურიდიული თუ ციფრული საფრთხეები. მთავრობამ ეს პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა დაისახოს და მკაფიო მესიჯი უნდა გაგზავნოს. ეს მესიჯი კი პრესის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს,"- განაცხადა ტომ გიბსონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×