რეზონანსი
22.07.2021

ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნა არ იგეგ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, რაც უკვე და­წე­სე­ბუ­ლია. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე აღ­ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით აჭა­რა­ში რის­კე­ბი მა­ღა­ლია, რად­გან არ ხდე­ბა წე­სე­ბის დაც­ვა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნა არ იგეგ­მე­ბა, გარ­და იმი­სა, რაც გა­სულ კვი­რას და­წეს­და პსრ ტეს­ტის ან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მეტი ფიქ­სირ­დე­ბა თბი­ლის­ში და შემ­დეგ აჭა­რა­ში, რად­გან აჭა­რა დატ­ვირ­თუ­ლია მა­ღა­ლი მო­ბი­ლო­ბით. აჭა­რა­ში რის­კე­ბი უფრო მა­ღა­ლია, რად­გან ტუ­რიზ­მი, სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი არის სრუ­ლად გაშ­ლი­ლი, ამი­ტომ იქ წე­სე­ბის დაც­ვაც, რო­გორც ჩვე­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია მო­დის, არ არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე და რთუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც რის­კებს ზრდის", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×