რეზონანსი
22.07.2021

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამის შესახებ რუდენკომ სააგენტო „Россия сегодня",-სთან ინტერვიუში განაცხადა კითხვის პასუხად , რომლის თანახმადაც, არის თუ არა საქართველოსთან უახლოეს მომავალში ფრენების განახლებაზე საუბარი.

„2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა მოქალაქეთა საჰაერო ტრანსპორტირება განეხორციელებინათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე, იყო იძულებითი ღონისძიება, რომელიც გამოწვეულია ცნობილი ანტირუსული პროვოკაციით. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ღონისძიება დროებითია.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარიდან გაკვეთილი მიიღო და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარული-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ", - განაცხადა რუდენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×