რეზონანსი
22.07.2021

ამბობენ, რომ „ლამბდა" შტამს აქვს განსხვავებული თვისებები და რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ, -

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ლამბდა" შტამი ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული და მასზე კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.

„ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური „ლამბდაზე" ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს... ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×