რეზონანსი
22.07.2021

ინდური შტამი ცუდი გამოდგა, აგრესიული, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი დომინანტური გახდება და ეს გარდაუვალია.

„ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. 2000 შემთხვევას გადავაჭარბეთ. ბავშვები ავადდებიან. ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვთა საწოლები ამდენი არასოდეს არ ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა. სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არა პროპორციულად. სიკვდილიანობა რჩება შედარებით დაბალი. ინდური შტამი ცუდი გამოდგა, აგრესიული, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია. ინდური შტამი დომინანტური გახდება, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. სადაც ფეხი შედგა ყველგან გახდა დომინანტური და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×