რეზონანსი
22.07.2021

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის ქმედებას "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ "მორიგ ცირკს" უწოდებს. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რითაც შეაფასა თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება" მსგავსად იმის გამო იქცევა, რომ ხალხმა ამაზე ისაუბროს.

„დრო არ მქონდა, ზუსტად მეყურებინა, მაგრამ დღესაც მორიგი რაღაც ცირკი ჩაუტარებია ვიცე-პრემიერს და კულტურის მინისტრს, ქალბატონ წულუკიანს, მიკროფონი წაართვა მგონი ჟურნალისტს. ხანდახან, ისეთი შეგრძნება მაქვს, მთელ ამ მასკარადს „ქართული ოცნება" თავის დეპუტატებიან, თავის მინისტერბიანად იმიტომ ატარებს, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და ასეთი უამრავია, ვერაფერს უმკლავდება ეს ხალხი. ჩაშალეს გომელაურის მოსმენა, რადგან კითხვებზე პასუხები არ აქვთ, იმედი აქვთ, რომ რაღაც დროს იყიდიან, ხალხი პროტესტით დაიღლება, არავის გაახსენდება და ამას ჩაფარცხავენ. „ქართული ოცნება" საერთოდ, დიდოსტატია ჩაფარცხული, გამოუძიებელი საქმეების", - განაცხადა სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×