რეზონანსი
22.07.2021

ასეთი ჩანაწერის შემდეგ, თავი როგორ უნდა გამოყოთ?! რომელ ევროპელობაზე საუბრობთ, რომელ მედასავლეთეობაზე, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საკუთრების უფლების კუთხით გამოქვეყნებულ პროგრესზე და ფოტოსურათს აქვეყნებს.

ასევე, ექსპერტი მიმართავს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ ამ ჩანაწერის უნდა რცხვენოდეთ.

„წინა ხელისუფლებას ამ ჩანაწერის (იხ. ფოტო) არ გრცხვენიათ ხომ? თქვენმა ე.წ. კრიტიკულმა ტელევიზიებმა ვერ შეამჩნიეს ეს ჩანაწერი სახდეპის ანგარიშში? ახლა მიკროფონებით არ უნდა დაგდევდეთ ჟურნალისტები? ასეთი ჩანაწერის შემდეგ თავი როგორ უნდა გამოყოთ?! რომელ ევროპელობაზე საუბრობთ, რომელ მედასავლეთეობაზე?თქვენ თუ არა, ხალხს ხომ ახსოვს როგორ აკოტრებდით, როგორ ართმევდით ბიზნესებს და რა მეთოდებით?! ვისაც დაავიწყდა, ხომ ხედავთ, აშშ გახსენებთ იმ 9 წელს?!

ისე, 9 კი არა, სულ მცირე 17 წელი მაინც იყავით ხელისუფლებაში. მოქალაქეთა კავშირიში იყავით უმეტესობა, ზოგი დეპუტატი, ზოგი მინისტრი, ზოგი შევარდნაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები... ასე რომ" წერს ამირან სალუქვაძე facebook - ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×