რეზონანსი
22.07.2021

ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო - 5 ივლისს რვა ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის" ეთერში, 5 ივლისის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდიოდა სხვადასხვა ლოკაციიდან და 3 500 პოლიციელის გადანაწილება მოხდა აღნიშნულ ლოკაციებზე.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. მე მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო - რვა ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია. იქიდან გამომდინარე, რომ შემოდიოდა ზარები - ევროკავშირის ოფისიდან: „ შეიძლება შემოგვივარდნენ, გვიშველეთ", იქ იყო გაშვებული 50 პოლიციელი, 100 პოლიციელი. იგივე იყო გაერო-ს შენობასთან, იქაც მოხდა ძალების გადასროლა. ასეთი იყო სახალხო დამცველის ოფისი და ძალიან ბევრი ოფისი. მათ შორის, გაჟღერდა, რომ ტელევიზიებთან მივლენ და შეიძლება შეუვარდნენ და დაამტვრიონ. იქაც გადავისროლეთ პოლიციური ძალები. 18 ლოკაციაზე 3500 ადამიანს რომ გაყოფ, მგონი, ადვილი დასათვლელია", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×