რეზონანსი
23.07.2021

64 წლის ასაკში ცნობილი სეპარატისტი ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ივლისში ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით დაავადდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორის ჩოჩიევი გარდაიცვალა ხუთშაბათს, 22 ივლისს.

ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დროს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საკითხთა "მინისტრი", ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. ლეონიდ თიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×