რეზონანსი
23.07.2021

თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 49 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს, ის 2 დღის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში ახალციხის კლინიკიდან შეიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ყველა შესაბამისი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თუმცა, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა ადგილობრივ კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma).

წყარო: „ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×