რეზონანსი
23.07.2021

დადგა ქართველ ხალხის გამარჯვების დრო, თქვენი გამარჯვების დრო. დიახ თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზეა რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ, - ამის შესახებ „ნაცონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა პრეზენტაციაზე, სადაც განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თავად თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

ამასთან, მან ელენე ხოშტარია დაასახელა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, ხოლო „გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიცე მერობის კანდიდატად.

„დღეს ბევრად უკეთ მესმის, რა არის უსამართლობა. დღეს, მე როგორც არასდროს, ისე მჯერა, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის დაცვას შევძლებთ უსამართლობისგან. დადგა ქართველ ხალხის გამარჯვების დრო, თქვენი გამარჯვების დრო. დიახ თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზეა რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ. რეფერენდუმში, რომელზეც თითოეულმა მოქალაქემ უნდა უთხრას უარი ოლიგარქიას, კორუფციას, მომხვეჭელობას, გულგრილობას და არაპროფესინალიზმს. თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა. დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილის ქუჩებში და შეეძლოს ხმამაღლა თქმა, რომ მე თბილისს ვემსახურები, თბილისს, რომელიც პოლიტიკაზე მეტია. ჩემთვის თბილისი პოლიტიკაზე გაცილებით მეტია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×