რეზონანსი
24.07.2021

„ქალბატონო ელჩო, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით და ჩვენი ხალხის სახელით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა "ფაიზერი" დღეს საქართველოშია“, - განაცხანა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკიდან ტვირთის დახვედრის ცერემონიაზე.

„ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობასთან დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. 

მე მინდა ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს მანამდე, კოვიდპანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის, "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებისთვის. ამასთან,მე მინდა აღვნიშნო, რომ 1 მილიონი დოზა "ფაიზერი" გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებლებისგან, "ფაიზერის" კომპანიისგან, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში. 

კიდევ ერთხელ მე მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველა ავიცრათ. დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის კამპანიაში, რათა დაიცვან საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×