რეზონანსი
26.07.2021

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, 26 სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ამნისტია შეეხო, წინასწაარჩევნო პერიოდში ჩადენილ სხვადასხვა ქმედებებს უკავშირდება.

ამის შესახებ მიქანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

კითხვაზე, მოხდა თუ არა ამნისტირება სისხლის სამართლის იმ დანაშაულებს, რომლებიც უშუალოდ იყო დაკავშირებული არჩევნებთან? - მიქანაძემ უპასუხა, რომ „არა".

„ამნისტია არჩევნების მუხლებს არ შეხებია. ამნისტია შეეხო სხვა მუხლებს, რომლებიც უფრო მსუბუქ დანაშაულთან არის დაკავშირებული", - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძის თქმით, ამნისტირებული მუხლებით ცადენილი დანაშაულები ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდშია მომხდარი.

„180 საქმეც რეალურად არ არის 180. ყველა საქმე არ არის მხოლოდ ამნისტიის კანონის საფუძველზე შემწყდარი. რიგ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, მაგრამ პროცესებმა დაადასტურა, რომ იქ დანაშაულის შემცველი ქმედებები არ იკვეთებოდა და ამიტომ საქმე შეწყვიტა. ამ 180 საქმიდან 61 აღძრული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 119 იყო საქართველოს პროკურატურის მიერ აღძრული სიხლის სამართლის საქმეები. რაზეც გამოძიება მიმდინარეობდა ყველა უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებული არ არის. ეს არის გარკვეულ შემთხვევებში წინასაარჩევნო პერიოდში ქონების დაზიანებასთან ძალადობასთან და სხვადასხვა ქმედებებთან", - განაცხადა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×