რეზონანსი
28.07.2021

ის პირები, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს საერთაშორისო პლატფორმა – booking.com-ის საშუალებით აქირავებენ, დამატებით საკომისიოს 18 პროცენტის ოდენობით, პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველ ოქტომბრამდე აღარ გადაიხდიან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27 ივლისის ბრძანებით, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე შეჩერდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ კანონში იმ მუხლის მოქმედება, უცხოელ დასაბეგრ პირს, სხვადასხვა ციფრული მომსახურების გაწევისას მიღებული შემოსავლის 18%-ის, ანუ დღგ-ს ბიუჯეტში გადახდას ავალდებულებდა.

შეგახსენებთ, რომ booking.com შემოსავლების სამსახურს ამ გადაწყვეტილების ოქტომბრამდე გადავადება სთხოვა, ვინაიდან, როგორც საერთაშორისო კომპანიაში აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილების გამო საკომისიო მომსახურებას მოქალაქეებს 18 პროცენტით გაუზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილი დღგ-ს თანხა ისევ ფიზიკური პირების გადასახდელი იქნება.

საქართველოს მთავრობამ booking.com-ის თხოვნა გაითვალისწინა ცვლილება ორი თვით გადაავადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×