რეზონანსი
28.07.2021

ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მედიამ ხელისუფლების მწვავე კრიტიკა საკუთარ ეთერში უნდა განაგრძოს.

"მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესებმა მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, ნიკა გვარამიამ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოუწოდა, ყურადღებით ადევნონ თვალი მედიის სარეკლამო კომპანიებში დაწყებულ ფინანსური შემოწმების პროცესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×