რეზონანსი
30.07.2021

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2712 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1561 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5793 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,93%, ბოლო 14 დღის – 6,59%, ბოლო შვიდი დღის – 7,09%.

სულ აცრილია – 464 875 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 738. კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 547 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 963 პირი.

გუშინ, 29 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×