რეზონანსი
30.07.2021

შაბათს, 31 ივლისს დედამიწიდან 4 მილიონი კმ-ის მანძილზე ასტეროიდი YM6 ჩაიფრენს. მისი დიამეტრი 128 მეტრია. ინფორმაციას ამერიკული სააგანტო NASA ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ანალიზი ობიექტს, როგორც "დედამიწასთან ახლოს მყოფ ასტეროიდის" კვალიფიკაციას ანიჭებს, პოტენციურად საფრთხის შემცველი ის არ არის." - აცხადებენ ექსპერტები.

ცნობილია, რომ YM6 მზის გარშემო ერთ ბრუნს 401 დღეს ანდომებს.

ეს შეხვედრა ასტეროიდისა და ჩვენი პლანეტისთვის პირველი არ არის. 2020 წლის 28 იანვარს YM6-მა 25 000 000კმ-ის მანძილზე ჩაგვიფრინა.

აღსანიშნავია, რომ შემდეგი "შეხვედრა" 2031 წლის 27 იანვარს შედგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×