რეზონანსი
30.07.2021

მინდა განვაცხადო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალხმრივად იყო გაფორმებული. რეალურად ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალხმრივად ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს.

„კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ. რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×