რეზონანსი
30.07.2021

პუბლიცისტი სოსო ჭუმბურიძე მწერლებისა და დიზაინერების იმ ნაწილის ქცევას ეხმაურება, რომლებიც ჭუმბურიძის ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში ყოფნას აპროტესტებენ.

„მოკლედ ვიტყვი:

1. ეს ის ხალხია, ვინც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაიტანა;

2. ეს ის ხალხია (ნაწილი მეორე), ვისაც ილიასა და აკაკის პორტრეტების ჩამოხსნა არ გაუპროტესტებია.

რამდენიმე წელიწადია, იქ ყოველი გამოსვლისას, ამას ვაპროტესტებ.

წერტილი(ჯერჯერობით),“ - წერს პუბლიცისტი და მოგვიანებით ტექსტს აგრძელებს.

„არა, ესეც უნდა ვთქვა:

მე იმ დიდი კაცების გაზრდილი ვარ, მუდმივად რომ ებრძოდნენ: აკაკი გაწერელია, ნოდარ ტაბიძე.

ბოლო წლები ანზორ ერქომაიშვილის გვერდით გავატარე.

ერთხელ ბატონმა ანზორმა მითხრა: „სოსო, იცი, რამ გამაძლებინა? – არავის ავყევი. არავის ვუპასუხე.”

ზუსტად ასე იყო, – დამიდასტურა რამდენიმე დღის წინათ ქალბატონმა ლალიმ, დიდი კაცის ღირსეულმა მეუღლემ,“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

მწერლებისა და დიზაინერების ნაწილმა ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” ჟიურიში იოსებ ჭუმბურიძის ყოფნა გააპროტესტა. კონკურსანტებმა კულტურის სამინისტროს ჭუმბურიძის ჟიურიდან გაწვევის მოთხოვნით მიმართეს. მწერლებისა და დიზაინერების ნაწილმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი უკვე  განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×