რეზონანსი
30.07.2021

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს 2 სატვირთო მანქანა შეეჯახა. ერთი სატვირთოს მანქანის მძღოლი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, მეორე სატვირთო მანქანის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

"ევექსის" კლინიკის მედიკოსების ინფორმაციით, კლინიკაში იყო შეყვანილი 2 პირი, ერთის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, გატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო  შემთხვევა დილით მოხდა. დროებით შეჩერებული იყო სამანქანო მიმოსვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×