რეზონანსი
30.07.2021

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალშის საგზური მოიპოვა.

ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთს შეხვდა და მეტოე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

გურამმა თავდაპირველად ერთი ვაზარი გაუშვა, თუმცა კიდევ უფრო გააქტიურდა და ერთწუთიან მონაკვეთში ბაშაევი ორი ვაზარით დაამარცხა.

ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჩეხი კრპალეკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და მოწინააღმდეგე დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

მეოთხედფინალში კი ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×