რეზონანსი
30.07.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სექტორში, პედიატრიული საწოლების საჭირო რაოდენობა მობილიზებულია, თუმცა, დადებითი ტენდენციაა, რომ მათი მწვავე საჭიროება აღარ დგას.

„საბედნიეროდ, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა, რამდენადმე, დაბალანსდა. პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან, საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი სიმძიმისაა. პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის, პედიატრიული საწოლები დაემატა. ამ კუთხით, დღეისთვის, სიტუაცია სრულად მართულია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×