რეზონანსი
30.07.2021

არსად არაა აღწერილი რეპროდუქციულ სისტემაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინის გავლენა - ორსულობამდე აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა მედია-ვებინარზე განაცხადა.

რაც შეეხება ორსულების ვაქცინაციას, ზახაშვილის განმარტებით, ორსულების აცრისთვის საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინებიდან რეკომენდირებული „ფაიზერია“, თუმცა 45 წელს ზევით მყოფ ორსულს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციაც შეუძიათ.

„ფაიზერს“ მითითება აქვს, რომ ორსულებში გამოყენება შეიძლება. იგივე მითითება აქვს „ასტრაზენეკას“, უბრალოდ ჩვენთან „ასტრაზენეკას“ გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვაა. თუ 45 წელს ზევით ორსულების შემთხვევაში ვინმე გადაწყვეტს, რომ „ასტრაზენეკა“ გაიკეთოს, ორსულებითვის ეს ვაქცინაც მისაღებია“,- განაცხადა ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×