რეზონანსი
30.07.2021

თბილისში, იმ დაწესებულებების ექიმები, სადაც ვაქცინაცია ტარდება, შეძლებენ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცვლილება, ამ ეტაპზე, მოქალაქეთა სხვა კატეგორიას არ ეხება და ხვალიდან, მხოლოდ დედაქალაქში და მხოლოდ იმ დაწესებულებების პერსონალი შეძლებს ამ შეღავათით სარგებლობას, სადაც იმუნიზაციაა შესაძლებელი.

„პირველ რიგში, აქცენტი კეთდება თბილისსა და იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც ექიმები და სამედიცინო პერსონალია რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი. თბილისში, სამედიცინო დაწესებულებები, სადაც არის არარეგისტრირებული პერსონალი, მათთვის ეს იქნება ღია. ანუ, პირველ რიგში, ეს შეეხება თბილისს და არ იქნება ისე, რომ ხვალიდან, ყველა შეძლებს, მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. საუბარია თბილისში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდება. იმ ექიმებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ, ან დარეგისტრირდნენ მოგვიანებით, აგვისტოს პერიოდში, შეეძლებათ, ხვალვე მივიდნენ და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კლინიკებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×