რეზონანსი
30.07.2021

ვაქცინის პირველი დოზის შედეგ ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან RNM ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად, თუ რეაქცია არის „ფაიზერზე“ შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან "ასტრაზენეკა". თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ "ასტრაზენეკა" ან "ფაიზერი"," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარება - ანაფილაქსიური შოკი. ასევე გამონაკლის შემთხვევად ითვლება "ასტრაზენეკას" შემთხვევაში თრომბოემბოლიური გართულებაც, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა.

მისივე განმარტებით, ჩვენებად არ განიხილება მომატებული ტემპერატურა ან სხვა რეაქციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×