რეზონანსი
30.07.2021

ამჟამად პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ დგას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არ დგას მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო დღეებში პედიატრიულ კლინიკებში მძიმე შემთხვევების ნაკადი შემცირებულია.

„ბოლო რამდენიმე დღეა რამდენიმე პედიატრიული კლინიკა ინტენსიურად ჩაერთო „კოვიდ 19“-ის მართვის პროცესში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, შეგვემცირებინა წნეხი ძირითად პედიატრიულ სტაციონარებზე. ამჟამად პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ დგას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არ დგას მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტების საწოლები საკმარისია პაციენტების მისაღებად. ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით საკმარისია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, სადაც ბავშვთა საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის ძალიან სერიოზულ დეპარტამენტია. ამ მხრივ დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით უმჯობესი და ნაკლებად მძიმეა, ვიდრე იყო 10-15 დღის წინ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×