რეზონანსი
30.07.2021

მათი ერთადერთი ინტერესი არის ქაოსი და ამ ქაოსის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ისე ლაპარაკობენ პარლამენტიდან გავდივართო, თითქოს საკანონმდებლო საქმიანობაში ისე იყვნენ ჩართულები, რომ თავი არ აუწევიათ. კანონებისა და მათი წერისგან დაღლილები იყვნენ.

პარლამენტში მოსული იყვნენ ჯანდაცვის მინისტრი და უსაფრთხოების ხელმძღვანელი და მთავარი საკითხები ამ ქვეყანაში რა არის, ხომ ოკუპაცია, დეოკუპაციის საკითხები, სოციალური საკითხები, კოვიდი, არც ერთ ამ საკითხზე მათ კითხვაც არ დაუსვამთ. მათი ერთადერთი ინტერესი არის ქაოსი და ამ ქაოსის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლა. პრაქტიკულად, ცალმხრივი ვალდებულებების შესრულების პროცესი მიმდინარეობდა. ისინი არა თუ ქმედითად, რეალურად ამ თემებში ჩართულები საერთოდ არ იყვნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×