რეზონანსი
30.07.2021

ვისთვის შესაძლოა გახდეს ვაქცინა სავალდებულო - იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

თუმცა ივანე ჩხაიძის თქმით, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშიებით იმუნიზაციის საბჭოს ჯერ არ მიუღია. 

"ჩვენ იმუნიზაციის საბჭოს სხდომებზე გვქონა ამ საკითხზე მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ორი ჯგუფი ადამიანების არის ჩვენი აზრით პრიორიტეტული, ეს არის - პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში და მასწავლებლები დახვდებიან მოსწავლეებს ვაქცინირებულები, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედი ვინც იღებს განათლების პროცესში მონაწილეობას.

ჯერჯერობით ეს ორი სფეროა, თუმცა რა თქმა უნდა გადაწყვეტილება, იქნება თუ არა სავალდებულო მიღებული არაა," - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×