რეზონანსი
30.07.2021

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივიდნენ ვირტუალურ კაბინეტებში, ადგილზე დარეგისტრირდნენ და იქვე აირჩიონ ვაქცინის ტიპიც. 

"აღმოჩნდა, რომ ვაქცინებზე რეგისტრაციის სისტემა გარკვეულწილად ადმინისტრაციული ბარიერია მოქალაქეებისთვის. მათ ურჩევნიათ მივიდნენ პირდაპირ და ცოცხალ რიგში ჩადგნენ ვაქცინაზე. ამისი შესაძლებლობა კი, უკვე ყველა დაწესებულებას ექნება მომდევნო კვირიდან. გააქტიურდება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იქვე დარეგისტრირდნენ. ეს ეხება ყველა ვაქცინას. აქამდე ეს შესაძლებლობა იყო Sinopharm-სა და Sinovac-ზე, ახლა კი, ეს გავრცელდება ნებისმიერ ვაქცინაზე. 

რაც შეეხება დიდ სამედიცინო დაწესებულებებთან დადგმულ კარვებს, ეს გახლავთ მოსაცდელი, რომელსაც უამინდობის დროს გამოვიყენებთ. შიგნით კონდინცირების სისტემაც მოეწყობა იმისათვის, რომ სიცხეშიც კომფორტული იყოს იქ მოცდა,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×