რეზონანსი
30.07.2021

ვეცდებით, ჩვენი გადაწყვეტილებების სინქრონიზაცია მოვახდინოთ აშშ-თან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, ითქვა, რომ გადაიხედება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ის ვეღარ გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, ეს გულისხმობს თუ არა მიკროფინანსურ დახმარებებსაც, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ მისი კოლეგები ევროპარლამენტში მიკროსაფინანსო ტრანშის შეჩერებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

„რაც შეეხება იმას, თუ არ დაუბრუნდებიან ხელშეკრულებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდებოდა მიკროფინანსური ტრანში. კოლეგების რეაქციიდან პარლამენტში მე დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე. მე პროცედურებზე, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მარკეტა გრეგორიევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მაკროფინანსურ დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-თან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×