რეზონანსი
14.09.2021

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 10 აგვისტოდან რეგულაციების შეუსრულებლობის გამო 60 ობიექტი დაჯარიმდა, 35 კი დაილუქა. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„კოვიდრეგულაციების დაწესების შემდეგი დაახლოებით 150 000 აქტივობა გვაქვს განხორციელებული. მხოლოდ 10 აგვისტოდან, როდესაც გამკაცრდა ზედამხედველობა, განხორციელდა 55 000-ზე მეტი აქტივობა. ამ ზედამხედველობაში შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ვამოწმებთ რეგულაციების შესრულებას. სამწუხაროდ, გაფრთხილებებთან და რეკომენდაციებთან ერთად მოგვიწია სანქციების გამოყენებაც. დაჯარიმებულია დაახლოებით 60 ობიექტი, დალუქული კი 35 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×