რეზონანსი
14.09.2021

შარლ მიშელის დოკუმენტი იყო ისტორიული შეთანხმება და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოუცხადეს თავის დროზე მას ბოიკოტი გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„შარლ მიშელის დოკუმენტში ნამდვილად წერია 43% და ამ პუნქტს ძალაში ტოვებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელთა გარანტიითაც ეს დოკუმენტი იყო ხელმოწერილი. ეს იყო ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოუცხადეს თავის დროზე მას ბოიკოტი გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×