რეზონანსი
15.09.2021

კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. პაციენტებს მედიკოსები კოვიდ კლინიკებსა და საველე ჰოსპიტალში მკურნალობენ. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და აიცრან.     

"დღეს დილით სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას 36  პაციენტი, ბინაზე გაეწერა 8 პაციენტი, რეფერალი არ განხორციელებულა. არიან პაციენტები ჟანგაბდდამოკიდებულები და მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტებიც, რომლებიც მზადდებიან ბინაზე გასაწერად. პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას,“ - ამბობს ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი.

პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძნობენ კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდები. რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, თინათინ იმერლიშვილი ამბობს, რომ ინტენსიურ თერაპიაში ორი პაციენტი მკურნალობს.

"ამჟამად, პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს 15 პაციენტი. პარალელურად, მათი მშობლები, რომელთაც დადასტურებული აქვთ კოვიდ ინფექცია. ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობს ორი პაციენტი და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და ვამზადებთ პედიატრიულ განყოფილებაში გადასაყვანად. ზოგადად, მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად, ინტოქსიკაციით მიმდინარეობს დაავადება,“ - ამბობს თინათინ იმერლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×