რეზონანსი
15.09.2021

 დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე, წლების განმავლობაში იყო ხარისხის და მოწოდების პრობლემა და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და „დელტა ტექსტილის“ ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დელტა ტექსტილი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი დავიწყეთ 1 წლის წინ და დღეს ხედავთ, რომ სახეზე არის გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება. ყველაფერი იკერება აქ, ამ ფაბრიკაში. 450-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ქმნიან ამ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ჩვენი საამაყო ჯარისთვის. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ უცხოეთში შეკვეთები აღარ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მანამდე, წლების განმავლობაში ხარისხის და ზოგადად მოწოდების პრობლემა იყო და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. ამის გარდა, დაახლოებით 20-30%-ის ეკონომიაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითღირებულებაში ვუკერავთ ამ ყველაფერს ჩვენს ჯარს და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ ჯუანშერს, „დელტა ტექსტილის“ ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც ამ პროექტში ჩართული იყო და ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×