რეზონანსი
15.09.2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს კომპანია დღესდღეობით მთლიანად რუსული ეფესბეს მიერ კონტროლდება.

„რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“, – წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×