რეზონანსი
15.09.2021

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

ძველი თბილისი ჩვენთვის განსაკუთრებულია, განსაკუთრებულია ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს ქალაქში, მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, გვაქვს ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელიც ავარიულია და ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით ვახორციელებთ მათ რეაბილიტაციას მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რომ ყველაზე ძვირფასი, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული.

„ვაგრძელებთ ძველი თბილისის ისტორიული არეალების რეაბილიტაციას. კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ ამჯერად ჯავახიშვილის N14-ში. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ბუნებრივია, საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. პროექტის ფარგლებში: გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები; სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები, შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი, მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა, აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები, რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები, კიბეები და შუშაბანდები, რესტავრირდა ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები, ლითონის დეკორატიულ ნაჭედ გისოსებსა და მოაჯირებს ჩაუტარდა რესტავრაცია-აღდგენა, რესტავრირდა ლითონის ჭიშკარი, გამოიცვალა და ნაწილობრივ რესტავრირდა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ლითონის ჭედური ცხაურები, მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების როგორც შიდა, ისე გარე ქსელი და კეთილმოეწყო ეზო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და მისი ჯამური ღირებულება 2 250 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×