რეზონანსი
15.09.2021

14 სექტემბრიდან დაიწყო ყოველდღიური გათამაშებების სერია, სადაც აცრილ მოქალაქეებს თანხის მოგების შესაძლებლობა აქვთ. “აიცერი და მოიგეს” ვებგვერდის თანახმად, დღეს ფულადი პრიზით 160 ადამიანი დაჯილდოვდა, რომლებმაც 100 და 500 ლარის პრიზები მოიგეს. კერძოდ, 500 ლარი მოიგო 10-მა ადამიანმა, 100 ლარით კი 150 ადამიანი დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის წამახალისებელს ლატარიას გუშინაც 160 გამარჯვებული ჰყავდა. 

ყოველდღიურ ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა ადამიანი, რომელიც დღემდე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული, რაც 919,876 მოქალაქეს შეადგენს.

უფრო დეტალურად გათამაშების წესები ასეთია:

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×