რეზონანსი
15.09.2021

მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, გაერო-მ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა. 

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„სამართლებრივად, სანამ ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება, საქართველოში სხდომები ვერ ტარდება. რაც შეეხება პროცედურებს, ჩემი შეფასებით, იმდენად თვალსაჩინო არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფომ გადმოსცეს. ალბათ, სწორედ ეს დაინახა გაერო-მ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×