რეზონანსი
15.09.2021

უკანსაგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესისა და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების საქმის წარმოების შეწყვეტა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დაიწყო.

როგორც bm.ge-ს ბიუროდან აცნობეს, ამნისტია ეხება პირებს, რომლებმაც აღნიშნული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინეს და ჯარიმა ამ დრომდე აღუსრულებელია.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 7 სექტემბრის ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებას დაასრულებს:

 საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 20 358 სააღსრულებო საქმეს ჯამური თანხით 47 939 520 ლარი;

 პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 33 242 საქმეს ჯამური თანხით 752 860 ლარი.

აღნიშნული კატეგორიის საქმისწარმოებებზე იძულებითი აღსრულების შეწყვეტა, ეტაპობრივად, თვის ბოლომდე დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×